ბენზემამ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ალ-იტიჰადის თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულის დასახელება სთხოვეს.
37 წლის ფეხბურთელის ოცნების გუნდში მისი 5 ყოფილი თანაგუნდელი მოხვდა:
მეკარე - მანუელ ნოიერი
მცველები - დანი ალვეში, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო
ნახევარმცველები - პოლ პოგბა, რონალდინიო, ზიდანი
თავდამსხმელები - მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო
სათადარიგოთა სკამი - ინიესტა, ბენზემა, მოდრიჩი
მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე ალ-იტიჰადის მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 5 გოლია. ფრანგ თავდამსხმელს არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
🇫🇷 Le XI idéal de Karim Benzema.
— Real France (@realfrance_fr) November 18, 2025
Neuer - Marcelo, Pepe, Ramos, Alves - Pogba, Ronaldinho, Zidane - CR7, Messi, R9.
(@diarioas) pic.twitter.com/gVuNkn8EB0