Belive

მესიმ რონალდუს სტანდარტულებში გადაასწრო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, "ლა ლიგის" 30-ე ტურში "ვილიარეალთან" მატჩში სტანდარტულიდან მორიგი ბურთი გაიტანა. 31 წლის არგენტინელმა თავი 90-ე წუთზე ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. მესიმ ამ გოლით ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გააუმჯობესა, რომელიც მას ესპანეთის ჩემპიონატში ჰქონდა. კრიშტიანუ რონალდუმ "ლა ლიგაში" სტანდარტებიდან 80 ბურთი გაიტანა. აქედან 19 საჯარიმო დარტყმით და 61 თერთმეტ მეტრიანით. რაც შეეხება მესის, მისთვის ზემოთხსენებული გოლი 81-ე იყო. 29 ბურთის გატანა საჯარიმო დარტყმით შეძლო და 52 პენალტით.

სხვა სტატიები