ლეო მესიმ ცინცინატის წინააღმდეგ ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა | 1 გოლი - 3 საგოლე გადაცემა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის 1/2-ფინალში ინტერ მაიამიმ ცინცინატი 4:0 გაანადგურა. მაიამის გუნდისთვის ეს გამარჯვება ისტორიულია, რადგან მათ კონფერენციის ფინალში გასვლა პირველად მოახერხეს.
ლეგენდარულმა არგენტინელმა, ლეო მესიმ მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა, მან ჯერ გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მესის ეს ბრწყინვალე შეხვედრაც ისტორიული გამოდგა, რადგან კარიერის მანძილზე მან უკვე 1300 საგოლე მოქმედება დააგროვა, ასეთი შედეგი კი ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ჯერ არავის ჰქონია. კერძოდ, 1134 მატჩში არგენტინელს უკვე 896 გოლი და 404 ასისტი აქვს.
ინტერ მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ნიუ იორკ სიტის დაუპირისპირდება, მატჩი 30 ნოემბერს 01:00 საათზე გაიმართება.