Belive

"ჩვენ ზეწოლას საერთოდ არ ვგრძნობთ, რა ზეწოლაზეა საუბარი?" - მარკ გეჰი

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარკ გეჰიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი გუნდი ზეწოლას საერთოდ არ გრძნობს. თუ ვინმე ზეწოლას უნდა გენიცდიდეს ეს არგენტინის ნაკრებია, რადგან ტიტულის დაცვა სწორედ სამხრეთ ამერიკელებს მოუწევთ და არა ინგლისელებს.

ჩვენ ზეწოლას საერთოდ არ ვგრძნობთ, რა ზეწოლა? მსოფლიო ჩემპიონები ისინი არიან, ასე რომ, ტიტულის დაცვა მათ სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ჩვენზე ზეწოლა საერთოდ არ მოდის. დიდი თამაშია, დიდი მოთამაშეებით. ორივე მხარეს დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ და ამის გათვალისწინებით უბრალოდ კარგ თამაშს ველით. - განაცხადა მარკ გეჰიმ

შეგახსენებთ, რომ ინგლისი ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი დღეს 23:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში ესპანეთს შეხვდება, რომლებმაც 1/2-ფინალში საფრანგეთი გამოთიშეს.

სხვა სტატიები