მესის აღმზრდელი მწვრთნელი: "იამალი ამ ასაკისთვის ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე მესი იყო"
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ,,ბარსელონასა'' და ,,ინტერს'' შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.
"მონჟუიკზე" საოცარი დაპირისპირება ვიხილეთ. იტალიელებმა მატჩი 30-წამზე გატანილი გოლით გახსნეს, რასაც მალევე მეორე გოლი მოჰყვა, თუმცა სათამაშო უპირატესობა მთლიანად მასპინძელთა მხარეს იყო. კატალონიელებმა ლამინე იამალის ულამაზესი გოლით ანგარიში შეამცირეს, რასაც არასრულ 15 წუთში ფერმინ ლოპესის გოლი მოჰყვა და ანგარიში 2:2 გახდა. მეორე ტაიმში კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს, შესაბამისად ყველაფერი მილანში გადაწყდება.
მატჩის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა - უესლი სნეიდერმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო მატჩების ანალიტიკით არის დაკავებული, ლეო მესის აღმზრდელი მწვრთნელის - ჰენკ ტენ კატეს სიტყვები გაიხსენა, რომელიც მას რამდენიმე დღის წინ პირადად გაუზიარა.
"მესის აღმზრდელ მწვრთნელს, რომელიც გუნდის გარდა, მას პირადად, მოედნის გარეთად წვრთნიდა, რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და საკმაოდ ბევრი ილაპარაკა ლამინე იამალზე.
მან განცვიფრებით აღნიშნა და აღიარა, რომ 17 წლის ლამინე იამალი, იმაზე ბევრად უფრო წინ წავიდა, ვიდრე იმ ასაკში ლეო მესი იყო. მან მითხრა, რომ ჩვენ ეს უნდა დაგვეჯერებინა და ასეც არის." - განაცხადა უესლი სნეიდერმა
ჰენკ ტენ კატე კატალონიური გრანდის ასაკობრივ გუნდებში ლეო მესის წვრთნიდა და გარდა გუნდური მწვრთნელობისა, მასთან პირადადაც მუშაობდა.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ სამშაბათს, 6 მაისს, მილანში გაიმართება.