'მესი უნდა გაეძევებინათ' - გულშემატკივართა აზრი ისევ იყოფა
მატჩში არგენტინასა და ალჟირს შორის, კვლავ მოინახა საკამათო თემა, სადაც გულშემატკივართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსაჯმა მესი დაინდო.
მაყურებლები გატაცებით განიხილავენ ინციდენტს, სადაც არგენტინის კაპიტანი, ლიონელ მესი, გაძევებას გადაურჩა - ალჟირელი მოთამაშის მიმართ უხეში ჯარიმის შემდეგ.
მესიმ პოზიცია დაკარგა და ბრძოლისას ალჟირელს უკნიდან მძიმედ დაადგა ბუცის ქაცვები, ალჟირელი ფეხბურთელი აშკარა ტკივილისგან მოედანზე დაეცა. VAR-მა ინციდენტის განხილვა დაიწყო, მაგრამ მატჩის არბიტრმა, სიმონ მარჩინიაკმა გადაწყვიტა, რომ მესი არ გაეძევებინა.
როდესაც ხელახლა უყურებ, ნათლად ხედავ, რომ ლიონელ მესი ბურთზეა კონცენტრირებული და ცდილობს საფეხბურთო მოქმედების განხორციელებას, არავისთვის ზიანის მიყენება მას არ უნდოდა.
დიახ, კონტაქტი არის. დიახ, უხერხულად გამოიყურება. მაგრამ ყველა შეჯახება წითელი ბარათი არ არის.
სწორედ ამიტომ არსებობს VAR — ყველაფრის შესანელებლად და იმის დასადგენად, იყო თუ არა რაიმე ბოროტი განზრახვა ან სერიოზული უკანონო თამაში.
ჩემთვის ეს შემთხვევითი, სამწუხარო მომენტი იყო და მეტი არაფერი.
ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და ზოგჯერ ინციდენტები რეალურ დროში გაცილებით უარესად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია. - ეს ტიერი ანრის შეფასებაა
Messi just got away with an absolutely DISGUSTING challenge to an Algeria defenders leg.
— Banter FC (@FCBanter_) June 17, 2026
Red card or not?pic.twitter.com/2ZU2B5j4oH
ანრისგან განსხვავებით, ESPN-ის წამყვანები, ყოფილი ფეხბურთელები, ალე მორენო და ნედუმ ონუოა მიიჩნევენ, რომ მესის დარღვევა 100%-იანი წითელია და ის გაძევებას იმსახურებდა.
"It's 100% a red card for Lionel Messi. It should've been."
— ESPN FC (@ESPNFC) June 17, 2026
Ale Moreno and Nedum Onuoha react to Messi's challenge against Algeria's Aïssa Mandi. pic.twitter.com/0h2dMLYk4l