შვაინშტაიგერი: "ვფიქრობ ის ნაკრებს ახალ ოპტიმიზმს მოუტანს"
მას შემდეგ, რაც მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, გერმანია, პარაგვაისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, სულ უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ იულიან ნაგელსმანმა, რომლის მიმართაც დიდი ზეწოლაა, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.
ამ თემასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი, გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ბასტიან შვაინშტაიგერმაც დააფიქსირა. მისი თქმით, "ბუნდესნაკრები" იურგენ კლოპმა უნდა ჩაიბაროს.
ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. მართალია, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ მაქვს განცდა, რომ მოვლენები სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება. კლოპს, ნაკრებზე, კარგი გავლენის მოხდენა შეუძლია და ის ახალ ოპტიმიზს მოიტანს. ასეთი მარცხის შემდეგ, მწვრთნელზე საუბარი აუცილებელია.
ჩემი ყოფილი თანაგუნდელები მეუბნებიან, რომ ჩვენ საფეხბურთო დნმ დავკარგეთ. მოედანზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება გვიჭირს და ვეღარც მეტოქეების მიმართ ვართ კონკურენტუნარიანები. წარსულში არაერთი შეცდომა დავუშვით და ახლა უკვე ზედიზედ მესამედ გამოვეთიშეთ მსოფლიო ჩემპიონატს ადრეული ეტაპიდან. ეს უკვე შემთხვევითობა აღარაა. - ბასტიან შვაინშტაიგერი
🚨 LE LIMOGEAGE DE JULIAN NAGELSMANN 🇩🇪 EST UN SCÉNARIO CONCRET ! 👋
— Actu Foot (@ActuFoot_) July 1, 2026
Pour prendre sa succession, Jürgen Klopp est le candidat rêvé.
🗞️ @SkySportDE pic.twitter.com/FqOn8WUGAV
თავად კლოპი, ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს. 59 წლის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ამაზე ჯერ არ ფიქრობს.
ამაზე ჯერ არ მიფიქრია. მესმის, რომ როდესაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე საუბრობენ, იქ ჩემი სახელიც ფიგურირებს, მაგრამ ახლა ნამდვილად არ არის ამის განხილვის დრო. ამ თემაზე სათქმელი არაფერი მაქვს. - იურგენ კლოპი
ჩაიბარებს თუ არა იურგენ კლოპი "ბუნდესნაკრებს", ამას დრო გვიჩვენებს. ბევრი აღნიშნავს იმას, რომ ეს ის გერმანიაა აღარაა, რომელსაც ადრე ვიცნობდით. 2014 წლის ჩემპიონობის შემდეგ, 2018 და 2022 წლებში გერმანია ჯგუფში ჩარჩა. წლევანდელ მუნდიალზე კი, საჩემპიონო რბოლას, პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე, 1/16-ფინალიდან გამოეთიშა.