მესი ათეულშია - ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით
Goal.com-მა ოქროს ბურთის მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი, ჰარი კეინია.
მე-9 ადგილზეა არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი, რომელზეც Goal წერს:
მას შემდეგ რაც ინტერ მაიამიმ MLS-ის თასი პირველად მოიგო, არგენტინა კი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებს შორისაა, რეალური შანსი რჩება იმისა, რომ ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა ჯილდო კიდევ ერთხელ მოიპოვოს.
Goal.com-ის რჩეულთა შორის, სამეულში მოხვდნენ ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე. ნომინანტთა შორის ყველაზე მეტი - 3 ფეხბურთელი ბაიერნიდანაა.
ოქროს ბურთის 10 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:
ჰარი კეინი
ერლინგ ჰოლანდი
კილიან მბაპე
ლამინე იამალი
დეკლან რაისი
ვიტინია
მაიკლ ოლისე
ლუის დიასი
ლეო მესი
აშრაფ ჰაკიმი