ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას უპასუხა - ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ.
გერმანიის ნაკრების ყოფილი გამთამაშებლის აზრი ასეთია: "ლეო მესიმ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა, როგორც ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა".
32 წლის "მეთოფე" და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ერთად 2010-13 წლებში თამაშობდნენ და ერთად ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი მოიგეს.