Belive

კამპ ნოუს დანგრევის ინიციატორი ბარსელონას არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი აუგუსტი ბენედიტო კლუბის ახალი ხელმძღვანელის მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც El Chiringuito Twitter- ის მეშვეობით იტყობინება, ბენედიტომ არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო. დეკემბერში, ბენედიტომ სხვა კანდიდატებთან ერთად ისაუბრა მის გეგმებზე "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. მან განაცხადა, რომ აპირებს "კამპ ნოუს" დანგრევას და ახალი არენის აშენებას ან მის ადგილას, ან კატალონიის დედაქალაქის შემოგარენში. ბენედიტომ ასევე თქვა, რომ იგი "ძალიან პესიმისტურად არის განწყობილი" ბარსელონას კაპიტნის ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით. 33 წლის თავდამსხმელს კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

სხვა სტატიები