მესი თუ რონალდუ - არსენ ვენგერის ბრწყინვალე პასუხი
ლონდონის "არსენალის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა - არსენ ვენგერმა, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შედარებაზე ჟურნალისტებს უპასუხა.
73 წლის მწვრთნელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კითხვის დასმა და რონალდუსა და მესის ერთმანეთთან შედარება ყველაზე მეტად არ უყვარს და ეუხერხულება.
"ყოველთვის უარს ვამბობ ამ ორი ფეხბურთელის შედარებაზე. მგონია, რომ როდესაც ისინი ფეხბურთს აღარ ითამაშებენ, სწორედ მაშინ მივხვდებით, თუ რამდენი რამ მოგვცეს მათ ამ სპორტის სახეობაში. არა რონალდუმ და არა მესიმ, არავედ ორივემ ერთად.
ისინი სრულიად განსხვავებული მოთამაშეები არიან. ორივე სხვადასხვა სტილის ფეხბურთს თამაშობს, ორივე გამორჩეულია და ისინი უკვე 15 წელზე მეტია გვაჩვენებენ, თუ რა შეუძლიათ და ფეხბურთს რა დონეზე თამაშობენ".
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი "არსენალში" 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მუშაობდა. მას შემდეგ კი მას არცერთ კლუბში არ უმუშავია.