უეინ რუნი: "ფეხბურთში რასიზმის შესაჩერებლად კლუბებს მილიონობით ჯარიმები უნდა დაეკისროთ"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი - უეინ რუნი, რასიზმთან საბრძოლველად, მკაცრი სასჯელების დაწესებას მოითხოვს.
მან პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში, სადაც ერთმანეთს ლივერპული და ბორნმუთი უპირისპირდებოდნენ, ანტუან სემენიოზე მომხრარ ინციდენტზე ისაუბრა და რასიზმთან საბრძოლველად მკაცრი ზომების მიღებაზე გაამახვილა ყურადღება.
"ვთვლი, რომ ფეხბურთში რასიზმის შესაჩერებლად კლუბებს სერიოზული შედეგები უნდა დაეკისროთ. ვვარაუდობ, რომ ქულების ჩამოკლება ან უდიდესი ფინანსური ჯარიმები ერთადერთი ეფექტური ზომაა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი კლუბებმა მკაცრად აკონტროლონ, დანაშაულის შემთხვევაში კი თავად კლუბებმა მკაცრი პასუხი აგონ." - უეინ რუნი
შეგახსენებთ, რომ სემენიოს მიმართ რასისტული შეძახილების გამო ლივერპული ბორნმუთის მატჩი მცირე ხნით შეჩერდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ადამიანი, რომელმაც სემენიოს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, მკაცრად დაისაჯა და იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვერცერთ სპორტულ აქტივობაზე ვეღარ დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გაიმართება.