"ჩემი როლი დაცვაში ბევრი მუშაობაა" - ჰარი კეინი
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჰარი კეინი თამაში ევრო 2024-ზე ინგლისის გულშემატკივარს არ მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის კაპიტანმა სლოვაკეთთან გამარჯვების გოლი გაიტანა, მას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. თავად ფეხბურთელს სჯერა, რომ ეს კრიტიკა იმ ხალხისგან მოდის, რომელთაც თამაშის სირთულე ბოლომდე გააზრებული არ აქვთ.
თუ მთავარ ტურნირებს გადავხედავთ, ჩემს ფორმასთან და გამძლეობასთან შეკითხვები ყოველთვის იყო. ვფქრობ, ეს კრიტიკა ჩვენი პროფესიის ნაწილია. სულ ვამბობ, რომ მოედანზე მუდამ გასატანად შემოვდივარ. მინდა გუნდს ყველა ასპექტიდან დავეხმარო მაგრამ, ჩემი როლი უბრალოდ გოლების გატანა არ არის. ჩემი როლი დაცვაში მეტად გარჯას და უბურთოდ ბევრ მოძრაობას ითხოვს. ყველას უნდა, რომ შეხვედრებში სამი გოლი გავიტანო. ეს მეც მინდა მაგრამ, საქმე ყოველთვის ასე არ არის. - განაცხადა ჰარი კეინმა
ინგლისის ნაკრები უკვე 1/2-ფინალშია და ჰარი კეინს მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. ამაზე გავლენას გუნდის სათამაშო სტილიც ახდენს. მთლიანად ინგლისის ნაკრებს, მთელს ტურნირზე ძირითად დროში მხოლოდ 4 გოლი აქვს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "სამი ლომი" 1/2-ფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.