მესი თავისი ბავშვობის კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს
"ინტერ მაიამიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2024 წლის 15 თებერვალს არგენტინულ კლუბს "ნიუელს ოლდ ბოისს" უმასპინძლებს. მაიამელები წინასასეზონო მზადებას იწყებენ, მესისა და ტატა მარტინოს ყოფილი კლუბი მაიამიში ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად ჩავა.
მოხარული ვარ მაიამიში ჩემი საყვარელი კლუბის მიღებით, ეს იქნება განსაკუთრებული მატჩი სწორედ იმის გამო, რასაც ჩემთვის "ნიუელს ოლდ ბოისი" ნიშნავს. ასევე ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ სეზონს მომზადებულები შევხვდეთ. - განაცხადა "ინტერ მაიამის მწვრთნელმა, ტატა მარტინომ
The club from Rosario is heading to Miami 🇦🇷🏠
— Inter Miami CF (@InterMiamiCF) December 18, 2023
Don't miss the preseason friendly against Newell's Old Boys on February 15! Tickets go on sale on December 19 at 10 AM ET, with priority for season members. Details: https://t.co/3uunHkgunV#InterMiamiCF x @Newells pic.twitter.com/idEg8imXg9
როსარიო ლეო მესისა და ტატა მარტინოს მშობლიური ქალაქია. მარტინო "ოლდ ბოისში" თავისი კარიერის 3 სხვადასხვა ეტაპზე თამაშობდა, ამ კლუბის მაისურით მას ყველაზე მეტ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ტატა მარტინომ მნისვნელოვანი როლი იტამაშა 1988, 1990, 1991 და 1992 წლებში მოპოვებულ ტიტულებში. არგენტინელი სპეციალისტი როსარიოს კლუბის მწვრთნელადაც მუშაობდა და 2013 წელს ამ რანგშიც მოიპოვა ტიტული.
ლეო მესი ბარსელონაში სწორედ "ნიუელს ოლდ ბოისიდან" წავიდა. ბავშვობის 6 წლის განმავლობაში, მესიმ ამ კლუბის მაისურით 234 გოლი გაიტანა.
"ინტერ მაიამიმ" სხვა ამხანაგური შეხვედრებიც დააანონსა. გუნდი 29 იანვარს, საუდის არაბეთში, "ალ ჰილალთან" ითამაშებს, 1-ელ თებერვალს კი კრიშტიანუ რონალდუს "ალ ნასრის" შეხვდება. წინასასეზონო მზადების პროცესში "ინტერ მაიამი" ჰონგ-კონგსა და ტოკიოსაც ესტუმრება.