მესიმ ადიდასთან ერთად შემუშავებული ახალი ბუცები წარადგინა
"ინტერ მაიამის" სუპერვასკვლავმა, ლეო მესიმ, ადიდასთან ერთად შექმნილი ახალი ბუცები წარადგინა. ეს ბუცებიც ცნობილი F50-ის სერიის სხვა ვარიაციაა - "La Vida Rapida" adidas F50. მესი ადიდასთან 2006 წლიდან თანამშრომლობს - F50 ბუცების რამდენიმე ვარიანტი კი სპეციალურად მისთვის შეიქმნა.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებული კამპანიის სახელწოდებაა - 'ნაკლები ბრწყინვალება, მეტი გენია'. ბუცის 2024 წლის ვერსიის (Triunfo Estelar) გამოშვებაშიც მესი მონაწილეობდა.
2025 წლის La Vida Rapida-ს დიზაინის ფოკუსი სისწრაფისკენ არის გადახრილი (სწრაფი ცხოვრება). ფეხსაცმელს უფრო მეტი ლურჯი აქვს დამატებული და მთავარი შტრიხი გვერდებზე არსებული მზის ყვითელი ფერია. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ამ მოდელებს ლამინე იამალი და ამერიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი ჯეიდინ შოუ ჩაიცვამენ.
ადიდასთან ერთად უახლესი ბუცის დიზაინის შემუშავება კიდევ ერთი წარმოუდგენელი გამოცდილება იყო და ვერ ვითმენ იქამდე, სანამ პირველად გამოვცდი. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ახალგაზრდა ტალანტებს მოსწონთ ეს ფეხსაცმელი და სურთ მისი ტარება. - განაცხადა ლეო მესიმ