Belive

"მესი შენ გამო მიდის", - ბარსელონას გულშემატკივრების შეძახილები გრიზმანის მისამართით

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" გულშემატკივრების ჯგუფი ანტუან გრიზმანს ნეგატიური შეძახილებით დახვდნენ დღეს ანუ პარასკევს დილით, მაშინ როდესაც გრიზმანი კატალონიური კლუბის შემადგენლობაში ვარჯიშობდა. ხუთშაბათს, შუადღეს, გამოცხადდა, რომ ლიონელ მესი მის ფაქტობრივად მშობლიურ კლუბში ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებების გამო არ რჩება, რაც ზემოთხსენებული ნეგატიური მიზეზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. "ბარსელონას" გულშემატკივრებისათვის მესის წასვლა ერთგვარი ტრაგედიაა, რომლის შეგუებაც ურთულესი პროცესი იქნება.



იქედან გამომდინარე, რომ მესიმ კლუბი ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებების გამო დატოვა, გულშემატკივრები არგენტინელის წასვლაში გრიზმანის ბრალეულობას ხედავენ და ყველაზე ხშირი შეძახილებიც ასეთი იყო - "მესი შენ გამო მიდის!". გრიზმანის მსგავსად შეძახილები იყო ალბას მისამართითაც, რისი მიზეზიც ასეთია - მიმდინარე წლის დასაწყისში, "ბარსელონამ" ფეხბურთელები ხელფასის შემცირების შესაძლო ამბის შესახებ გააფრთხილა და აღნიშნეს, რომ ვინც არ დაეთანხმება აღნიშნულ ცვლილებას, მათ მიმართ სამართლებრივი ქმედება დაიწყება. ალბა ერთ-ერთ იმ ფეხბურთელად დასახელდა, რომელმაც უარი თქვა ხელფასის შემცირებაზე, რამაც კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, გააკვირვა გამომდინარე მათი კარგი ურთიერთობის გამო, თუმცა მოცემულობა არ შეცვლილა, მაგრამ როგორც ჩანს გულშემატკივრებს არაფერი ავიწყდებათ...

სხვა სტატიები