Belive

"ზოგჯერ არასაკმარისი რაოდენობის შემტევებით ვთამაშობთ" - რობერტ ლევანდოვსკი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ანსუ ფატი სულ მალე ოფიციალურად "ბრაიტონს" შეუერთდება. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი შემტევი უკვე გაფრინდა ინგლისისკენ. მისივე ცნობით, "თოლიები" ამ ტრანსფერს მომავალ 24 საათში დახურავენ. შეგახსენებთ, რომ ანსუ "ბრაიტონში" იჯარის წესით ითამაშებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ფატის დიდი ხანია "ბარსას" რიგებში არ უთამაშია, კატალონიელთა შეტევითი პოტენციალი მისი წასვლით საგრძნობლად დაიკლებს. ამაზე მიუთითებს რობერტ ლევანდოვსკის კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ გუნდს შემტევები აკლია. 

ზოგჯერ არასაკმარისი შემტევი ფეხბურთელებით ვთამაშობთ, მხარდაჭერა არ მაქვს. მე გუნდისთვის საუკეთესო გამოსავალს ვეძებ. - რობერტ ლევანდოვსკი.

პოლონელი თავდამსხმელის კომენტარიდან გამომდინარე, გუნდ გოლების გატანა უნდა უჭირდეს, თუმცა, მათი ბოლო შეხვედრა ამაზე ნამდვილად არ მეტყველებს. ლა ლიგის წინა ტურში კატალონიელები "ვილიარეალს" დაუპირისპირდნენ, სადაც მეტოქე 4:3 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში ლევანდოვსკიმ  თავი გადამწყვეტი მე-4 გოლით გამოიჩინა. 

სამი ტურის შემდეგ, "ბარსელონას" 6 გოლი აქვს გატანილი. ამჟამად ხავის გუნდი ლა ლიგის ცხრილში 7 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. 

სხვა სტატიები