Belive

მესი: "საკუთარ თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერ მაიამის კაპიტანმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მომავალში საკუთარ თავს მწვრთნელად ვერ წარმოიდგენს და ამბობს, რომ მას საკუთარი კლუბის ფლობისა და განვითარების იდეა უფრო მოსწონს, ვიდრე რომელიმე კლუბის ჩაბარება, როგორც მთავარ მწვრთნელს.

მე საკუთარ თავს მწვრთნელად არ აღვიქვამ. მომწონს მენეჯერობის იდეა, მაგრამ მე მირჩევნია მფლობელი ვიყო. მინდა მქონდეს საკუთარი კლუბი, დავიწყო ნულიდან და ეს გზა ბოლომდე გავიარო. ბავშვებს მივცე განვითარებისა და მნიშვნელოვანი რამის მიღწევის შესაძლებლობა.

ფეხბურთელის კარიერის შემდეგ, ეს ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი საქმიანობაა. - განაცხადა მესიმ Luzu TV-სთან ინტერვიუში

მესიმ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი ინტერ მაიამისთან, რაც მას მოედანზე აქტიურობას კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს. არგენტინელმა უკვე იპოვა გზები, რომ საკუთარი იდეა განეხორციელებინა - ლუის სუარესთან პარტნიორობით, რათა დაეარსებინა ურუგვაის მეოთხე დივიზიონის გუნდი „დეპორტივო LSM“. კლუბი, რომლის ინიციალებიც ლუის სუარესს და მესის ნიშნავს, 80 დასაქმებულ პროფესიონალს და სულ 3000 წევრს ითვლის.