Belive

პატრიკ კლუივერტი ინდონეზიის ნაკრებიდან გააგდეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელი - პატრიკ კლუივერტი, ინდონეზიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ნიდერლანდელმა, რომელსაც ინდონეზიის ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლის ჩათვლით ჰქონდა გახანგრძლივებული, ინდონეზია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ინდონეზიამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო. ინდონეზიის იმედები, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ ტურნირზე გასვლას შეძლებდნენ, გასულ კვირას, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის (AFC) საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე რაუნდში ერაყთან და საუდის არაბეთთან მარცხით დასრულდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. კლუივერტმა თავისი ხელმძღვანელობის პერიოდი „დაუვიწყარ მოგზაურობად“ შეაფასა.

„მიუხედავად იმისა, რომ ღრმად იმედგაცრუებული ვარ და ვწუხვარ იმ ფაქტის გამო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით, ყოველთვის ვიამაყებ იმით, რაც ერთად ავაშენეთ.

საუდის არაბეთთან და ერაყთან დამარცხებები მწარე გაკვეთილები იყო, მაგრამ ასევე შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მაღალია ჩვენი საერთო ოცნებები. როგორც მთავარი მწვრთნელი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ." - პატრიკ კლუივერტი

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ინდონეზიის მწვრთნელის რანგში 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 4 წააგო, ხოლო ერთი მატჩი ფრედ ითამაშა.

სხვა სტატიები