ფრანჩესკო ტოტი: "ამ თაობის იტალიის ნაკრებმა იდენტობა დაკარგა - სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა"
9 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ, კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. იტალიელებმა ბოლოს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.
შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, ბოსნიასთან სტუმრად 1:1 (პენ - 4:1) დამარცხდა და გუნდიალის საგზური ზედიზედ მესამედ ვერ მოიპოვა.
სამარცხვინო მარცხის შემდეგ, იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ფრანჩესკო ტოტიმ ისაუბრა და იტალიელი ფეხბურთელები არ დაინდო.
"ბოლო იტალიის ეროვნული ნაკრები, რომელიც მახსოვს მსოფლიო ჩემპიონატზე... ისინი მეომრები იყვნენ. მონდომების, კონცენტრაციისა და თავგანწირვის კაცები. არ არსებობდა ყურადღების გამფანტველი ფაქტორები, იმიჯზე აკვიატება, სოციალურ მედიაში ცხოვრების საჭიროება. მხოლოდ ფეხბურთი, მხოლოდ სიამაყე, მხოლოდ პასუხისმგებლობა იტალიის ლოგოს წინაშე.
2014 წლის გუნდი ისტორიის რომაელს ჰგავდა - დისციპლინირებული, შიშისმომგვრელი და პატივსაცემი. მაშინდელი იტალია ნამდვილად იტალია იყო.
და მწყინს ამის თქმა, რომ დღევანდელმა იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა დაკარგეს ეს იდენტობა. ძალიან ბევრი მოთამაშე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, ძალიან გაფანტულია დიდებით, ტატუებით, ცნობილი ადამიანების ცხოვრების წესით. კონცენტრაცია დაიკარგა, ამბიცია ქრება.
ახლა კი უდიდესი დამცირების წინაშე ვდგავართ. მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ სამჯერ გამოტოვება. იტალიის მსგავსი ერისთვის ეს არ არის მხოლოდ წარუმატებლობა... ეს არის დამცირება. რადგან მხოლოდ ნიჭი არასდროს არის საკმარისი - მენტალიტეტის, დისციპლინის, სიამაყის გარეშე არაფერი გაქვს." - ფრანჩესკო ტოტი
49 წლის იტალიელს ეროვნულ ნაკრებში 58 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 9 გოლის გატანა და 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონობა შეძლო.
პირველ 48-ნაკრებიან მსოფლიო ჩემპიონატს 2026 წელს ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.