Belive

იულიან ნაგელსმანი: "ეკვადორმა გამარჯვება დაიმსახურა - კაისედო საოცარი ფეხბურთელია"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ეკვადორთან მოულოდნელად, 1:2 დათმო. მიუხედავად ამ მარცხისა, „ბუნდესნაკრებმა“ ჯგუფში 6 ქულით პირველი ადგილი მაინც შეინარჩუნა და პლეი-ოფში გავიდა.

რაც შეეხება ეკვადორს, მათ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ამ 3 ქულის წყალობით, გერმანიასთან ერთად მერვედფინალის საგზური გაინაღდეს.

მატჩის შემდეგ გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

„ვფიქრობდი, რომ პირველი გოლის გატანის შემდეგ ძალიან კარგ პოზიციაში ვიყავით. ბურთს ვაკონტროლებდით და თავს კომფორტულად ვგრძნობდით. თუმცა, ზუსტად იმ მომენტიდან ეკვადორმა თამაშის ხარისხი აამაღლა, ჩვენ კი პასუხი ვერ გავეცით. მოედნის ცენტრში ბრძოლა სრულად წავაგეთ.

მოისეს კაისედო უბრალოდ ბრწყინვალე იყო. ყოველ ჯერზე, როცა შეტევის განვითარებას ვცდილობდით, ის სადღაც იქვე ჩნდებოდა. იგებდა ორთაბრძოლებს, იბრუნებდა დაკარგულ ბურთებს, გვიშლიდა რიტმს და ეკვადორს წინ გაუძღვებოდა. სიმართლე გითხრათ, ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მოედანზე ყველგან ის იყო. მისი ნეიტრალიზების გზას ვერ მივაგენით.

ვთვლი, რომ ეკვადორმა გამარჯვება დაიმსახურა. მათ მეტი ინტენსივობა და რწმენა აჩვენეს, მომენტები კი მაშინ გამოიყენეს, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ხანდახან უნდა აღიარო და პატივი სცე იმ გუნდს, რომელიც კონკრეტულ დღეს შენზე უკეთესი იყო - დღეს ეს ეკვადორი გახლდათ. თუ ეს გამარჯვება მათთვის ისტორიულ მომენტად იქცევა, ვულოცავ, მათ ეს დაიმსახურეს." - იულიან ნაგელსმანი

ასე და ამგვარად, როგორც მოსალოდნელი იყო E ჯგუფის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები 6 ქულითა და უკეთესი ბურთების ბალანსით გახდა. მეორე პოზიცია აფრიკელებმა ასევე 6 ქულით დაიკავეს, 4 ქულით პლეი-ოფში გავიდა ეკვადორის ნაკრები, ხოლო მუნდიალს კურასაო დაემშვიდობა.

სხვა სტატიები