სტატისტიკურმა პორტალმა Opta-მ ბოლო დეკადაში ლა ლიგაში განხორციელებული ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგის ავტორების სია გამოაქვეყნა.
ალბათ, გსააკვირიარავისძთვის იქნება, თუ 2010-20 წლებში ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი დრიბლინგის შემომქედი "ბარსელონას" კაპიტანი ლეო მესი იქნება, რომელმაც ამ ხერხით მეტოქე 1617-ჯერ დაჯაბნა, მეორე პოზიციას ბილბაოს "ატლეტიკის" თილისმა იკერ მუნიაინი იკავებს, რომელმაც მეტოქეებს გვერდი 607-ჯერ აუარა, სამეულს კი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი და ერთ დროს "ოქროს ბიჭუნად" წოდებული ისკო ალარკონი ასრულებს, რომლის გრაფაშიც ციფრი 527 წერია.
9 ფეხბურთელისგან დაკომპლექტებულ მოკლე ნუსხაში ასევე ნეიმარი, ევერ ბანეგა, ფაბიან ორელიანა, ხოაკინი, მარსელო და ანდრეს ინიესტა მოხვდნენ, დეტალური სტატისტიკა კი ასე გამოიყურება.