Belive

მესი ინტერ მაიამის უკაპიტნებს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერ მაიამის'' ახალი კაპიტანი ლეო მესი იქნება. ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ თავად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მარტინომ, განაცხადა.

აქამდე ,,ინტერ მაიამის'' ბრაზილიელი გრეგორი კაპიტნობდა.

ლეომ ამერიკული კლუბის მაისურთი სადებიუტო შეხვედრა ,,კრუს ასულთან'' ჩაატარა და მატჩის მიწურულს გატანილი ჯარიმით გუნდს მოაგებინა. 

,,ინტერ მაიამი'' მომავალ მატჩს ოთხშაბათს, 26 ივლისს, ,,ატლანტა იუნაიტედის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები