Belive

მესი გულშემატკივრებს: 'გამოიყენეთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ნახვის შანსი'

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება და ლიონელ მესი ამ ახალი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სახეა. ჩემპიონატს სწორედ ინტერ მაიამი გახსნის ეგვიპტურ ალ აჰლისთან მატჩით. შეხვედრა მაიამიში 15 ივნისს, „ჰარდ-როკ სტედიუმზე“ გაიმართება. ლეო მესიმ გულშემატკივრებს მიმართა და აღნიშნა, რომ სტადიონებზე დასწრების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან.

ეს საინტერესო შეჯიბრია. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ამაღელვებელია. ჩემი მოლოდინები განსხვავდება იმისგან, რაც სხვა გუნდებში თამაშის დროს მქონდა, მაგრამ მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველი საუკეთესო გუნდებთან კონკურენციას.

ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ყველა კუთხიდან შესანიშნავი გუნდები ჩამოდიან და ეს ბევრ ადამიანს გააერთიანებს. ჩვენ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან გუნდებზე, ძალიან გამორჩეული მოთამაშეებით, რომელთა ნახვაც ხალხს უყვარს. ეს ჩვენთვის პირველი შემთხვევაა, ეს ახალი და განსხვავებული ტურნირია, ასე რომ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვნახოთ საუკეთესო მოთამაშეები აქ, შეერთებულ შტატებში და ეს ნამდვილად წარმოუდგენელი გამოცდილებაა.

ტურნირი უდიდესი გამოცდილება და ამავე დროს ბედნიერება იქნება მოედანზე დაპირისპირებული ფეხბურთელებისთვის და მათთვის, ვინც ამ ბრძოლებს ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს. - განაცხადა ლეო მესიმ

A ჯგუფში ინტერ მაიამისთან ერთად ალ აჰლი, პორტუ და პალმეირასი არიან. იმ შემთხვევაში თუ მაიამი ჯგუფიდან გავა, არის შანსი, რომ მერვედფინალში კვარაცხელიას პსჟ-სთან გადაიკვეთება.

სხვა სტატიები