Belive

ფეხბურთელები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი პენალტი ვერ გამოიყენეს

2 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

GiveMeSport-მა დაასახელა იმ ფეხბურთელების ათეული, რომლებსაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი აქვთ გაფუჭებული:

პენალტის გატანა ისე მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ამ სპორტის ისტორიაში თერთმეტმეტრიანები არაერთ დიდ ფეხბურთელს გაუფუჭებია. როგორც წესი, პენალტის დამრტყმელი ყველა გუნდს ჰყავს, თუმცა შეცდომებს ხანდახან ყველაზე თანმიმდევრული შემსრულებლებიც უშვებენ.

10 ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი პენალტი ვერ გამოიყენა:

  1. სერხიო აგუერო - 11 გაფუჭებული პენალტი

არგენტინელი პენალტებს 77,4%-იანი სიზუსტით ასრულებდა. მან კარიერაში 48 თერთმეტმეტრიანი გაიტანა, 11 კი გააფუჭა.

საინტერესოა, რომ აგუერომ პენალტი სიტის მაისურით ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაში ვერ გამოიყენა, როცა ჩელსის წინააღმდეგ პანენკას მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

Why Edouard Mendy saving Sergio Aguero's penalty was extra special -  explained - Football | Tribuna.com
  1. ანტონიო დი ნატალე - 14 გაფუჭებული პენალტი

სერია A-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს კარიერაში 44 პენალტი აქვს გატანილი, 14 კი გაფუჭებული.

  1. ედინსონ კავანი - 16 გაფუჭებული პენალტი

ურუგვაელ თავდამსხმელს ნაპოლისა და პსჟ-ს მაისურით 20-20-ზე მეტი პენალტი აქვს გატანილი. სულ კარიერაში 62 თერთმემეტრიანი გაიტანა, 16 კი ვერ გამოიყენა.

  1. რონალდინიო - 16 გაფუჭებული პენალტი

რეალურად, გაუჩოს კარიერაში სულ 19 პენალტი აქვს გაფუჭებული, თუმცა სამი 2000 წლამდე ვერ გაიტანა. ბრაზილიელი ჯადოქრის ანგარიშზე სულ 84 გატანილი თერთმეტმეტრიანია.

  1. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 17 გაფუჭებული პენალტი

მთელი კარიერის განმავლობაში ზლატანს 104 თერთმეტმეტრიანი აქვს შესრულებული, რომელთაგან 87 გაიტანა, რაც საერთო რაოდენობის 83,6%-ია.

  1. ფრანჩესკო ტოტი - 18 გაფუჭებული პენალტი

ლეგენდარული იტალიელი პენალტების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. 2001 წლის შემდეგ მის ანგარიშზე 73 გატანილი და 18 გაფუჭებული თერთმეტმეტრიანია. აღსანიშნავია, რომ ჩესკომ კარიერის მიწურულს ზედიზედ 13 პენალტის გატანა შეძლო.

The perfect 10: Totti's greatest goals | Goal.com US
  1. ჩირო იმობილე - 19 გაფუჭებული პენალტი

ლაციოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა კარიერაში შესრულებილი 105 პენალტიდან 19-ის გატანა ვერ შეძლო.

  1. ნეიმარი - 22 გაფუჭებული პენალტი

ბრაზილიელი მთავარი პენალტისტი პსჟ-ში, სანტოსსა და ბრაზილიის ნაკრებში იყო. ნეიმარს კარიერაში 91 თერთმეტმეტრიანი აქვს გატანილი, რაც საერთო რაოდენობის 80,5%-ია.

  1. ლეო მესი - 32 გაფუჭებული პენალტი

მესის ანგარიშზე 113 გატანილი და 32 გაფუჭებული თერთმეტმეტრიანია. არგენტინელმა ბოლო პენალტი სულ რამდენიმე დღის წინ, ინტერ მაიამის შემადგენლობაში ვერ გამოიყენა, როცა პანენკა წარუმატებლად შეასრულა.

  1. კრიშტიანუ რონალდუ - 33 გაფუჭებული პენალტი

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი გოლების მანქანა პენალტებს კარიერის განმავლობაში 84,4%-იანი სიზუსტით ასრულებს (177 გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან), 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი, 33 თერთმეტმეტრიანი სწორედ მას აქვს გაფუჭებული.

სხვა სტატიები