მესი დაინდეს - არგენტინელს 100%-იანი წითელი არ უჩვენეს
MLS-ის თასის პლეი-ოფში, ინტერ მაიამი კოლუმბუსთან 0:3 დამარცხდა. ამ მატჩში იყო ეპიზოდი, როცა ლეო მესი აშკარად წითელ ბარათს იმსახურებდა, თუმცა ის მსაჯმა დაინდო.
გაღიზიანებულმა მესიმ ბურთი ჯერ სახეში მიარტყა კოლუმბუსის შემტევ გონსალო ტაპიას, რომელიც აუტის მოწოდებისას უშლიდა ხელს, რის შემდეგაც, ბურთი ტაპიას თავში ახლო მანძილიდან ესროლა და გაარტყა კიდეც. ტაიმის მიწურულს მომხდარი ამ ეპიზოდისთვის, მთავარმა მსაჯმა ალენ ჩეპმენმა, მესისაც და ტაპიასაც ყვითელი ბარათები უჩვენა. თავად ჩეპმენმა მოგვიანებით საკუთარი გადაწყვეტილება დაიცვა და განმარტა, რატომ შემოიფარგლა მხოლოდ გაფრთხილებით:
გამოყენებული ძალა უმნიშვნელო იყო და დარღვევა არააგრესიული ქცევის ზღვარს არ გასცდენია. - უთხრა მსაჯმა ჟურნალისტებს
ინციდენტის მომენტში მაიამი უკვე 10 კაცით თამაშობდა და ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ტაპიას მიერ ადრეულ წუთებში გატანილი პენალტით 0:1-ს აგებდა. ამ გამარჯვების წყალობით, კოლუმბუსს შეუძლია მესი და მაიამი პარასკევს, ოჰაიოში გასამართი სამმატჩიანი სერიის მეორე შეხვედრაშივე გამოთიშოს გათამაშებას.