ბარსელონამ მესის სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ განსაკუთრებული გზავნილი გაუგზავნა
ლეო მესიმ, გუშინ, არგენტინის ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. "ალბისელესტემ" ამხანაგურ შეხვედრაში, ბენინს 3:0 მოუგო. არგენტინელმა ჯადოქარმა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ნიკოლას ოტამენდისა და ნიკო პასს ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა და შემდეგ, პენალტიც გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბარსელონამ, თავის ლეგენდას ემოციური გზავნილით პატივი მიაგო. "მონუმენტალზე" მსაჯის საბოლოო სასტვენიდან სულ რამდენიმე წუთში, კატალონიურმა კლუბმა თავის ოფიციალურ გვერდზე, სპეციალური გზავნილი რამდენიმე ენაზე გამოაქვეყნა.
"2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლიდან დაწყებული, დაუვიწყარი კარიერით გაგრძელებული, რომლის თითოეულ ნაბიჯზეც ისტორიას წერდი არგენტინის ნაკრების მაისურით... გილოცავთ ლეო. შენ არგენტინის მაისურს კიდევ უფრო სიმბოლურსა და საკულტო მნიშვნელობას სძენ."
ბარსელონა გაცილების საღამოს ყურადღებით ადევნებდა თვალს. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, კლუბის სოციალურ ქსელებში, მთავარი აქცენტი გუნდის ყოველდღიურ ვარჯიშებზე იყო გამახვილებული. თუმცა, როგორც კი მატჩი დამთავრდა და მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა, კლუბმა მას სპეციალური, საზეიმო პოსტი მიუძღვნა.
From that gold medal in Beijing in 2008 to an unforgettable career, making history every step of the way with La Albiceleste. 🥇🇦🇷
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 7, 2026
Congratulations, Leo, for continuing to make Argentina’s jersey even more iconic! 🐐👏 pic.twitter.com/JPYVRvOTHa