ოფიციალურად | ლუის ვან გაალმა სიმსივნე დაამარცხა
ნიდერლანდული და მსოფლიო სამწვრთნელო ასპარეზის ლეგენდამ - ლუის ვან გაალმა მძიმე სენი საბოლოოდ დაამარცხა.
75 წლის სპეციალისტმა, რომელმაც აგრესიული ფორმის პროსტატის კიბოს შესახებ საზოგადოებას 2022 წელს ამცნო (მაშინ, როცა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებდა), ოფიციალურად დაადასტურა, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა - მეტიც, რონალდ კუმანის წასვლის შემდეგ, ვან გაალი მზადაა, ეროვნულ გუნდს სათავეში მორიგ ჯერზე, ამჯერად მეოთხედ ჩაუდგეს.
🚨❤️ Great news: Louis van Gaal has beaten prostate cancer.
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) August 7, 2026
The legendary Dutch manager revealed in 2022 that he was battling an aggressive form of the disease while still leading the Netherlands at the World Cup. 🇳🇱
Van Gaal has now confirmed that he is cancer-free and he's… pic.twitter.com/VsZ0DwXNDI
74 წლის ლეგენდარულ სპეციალისტს „ნარინჯისფრების“ რიგებში სამი განსხვავებული პერიოდი ჰქონდა.
პირველი სამუშაო (2000–2002): სამწვრთნელო კარიერის ყველაზე დიდი მარცხი - ნაკრები 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა, რის გამოც პოსტი დატოვა.
ნაკრებში მეორედ დაბრუნება (2012–2014): ტრიუმფალური დაბრუნება. 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ვან გაალის ტაქტიკურმა გენიამ (განსაკუთრებით ესპანეთის 5:1 განადგურებამ და კოსტა-რიკასთან პენალტების სერიის წინ მეკარის, ტიმ კრულის შეცვლამ) გუნდს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
მესამე შანსი ეროვნულ ნარკებში (2021–2022): ნაკრებში მძიმე სენით დაავადებული დაბრუნდა, თუმცა გუნდი 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან პენალტების სერიაში დათმო მატჩი.
ვან გაალი ცნობილია თავისი მკაცრი დისციპლინით, უნიკალური ტაქტიკური ხედვითა და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენის უნარით. პროსტატის კიბოზე გამარჯვება კი მისი კარიერისა და ცხოვრების ყველაზე დიდი ტრიუმფია.