Belive

მესი: ,,არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი ,,ალბისელესტეს'' მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად არ მიიჩნევს:

,,ტურნირის დაწყებამდე უკვე დღეებს ვითვლი. რა თქმა უნდა, მის დაწყებას მოუთმენლად ველი. მინდა, ვნახო თუ ვინ გახდება ჩემპიონი.

მატჩები რთული იქნება. მსოფლიო ჩემპიონატები ყოველთვის განსაკუთრებულია, იქ სულ ფავორიტები ვერ იმარჯვებენ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს არგენტინის ნაკრები მუნდიალის მთავარ ფავორიტად. ისტორიულად არგენტინა ფავორიტებს შორისაა, მაგრამ არიან გუნდები, რომლებსაც გამარჯვების მეტი შანსი აქვთ,'' - განაცხადა მესიმ.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა საუდის არაბეთთან, მექსიკასთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.

სკალონის გუნდი პირველ მატჩს 22 ნოემბერს ჩაატარებს.

სხვა სტატიები