Belive

The Best FIFA - წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დასახელდა

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფიფას ორგანიზებით, ლონდონში გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი - The Best გაიმართა.

გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების კაპიტნების, მთავარი მწვრთნელების, სპორტის ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.

საუკეთესოდ არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,ინტერ მაიამის'' კაპიტანი, ლეო მესი დასახელდა, რომელმაც ფინალურ გამოკითხვაში ერლინგ ჰოლანდსა და კილიან მბაპეს აჯობა.

ლეომ 2022 წლის დეკემბერში ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. არგენტინელმა გასულ წელს კარიერაში მერვე ,,ოქროს ბურთიც'' მოგებაც შეძლო.

  • გამოკითხვაში მესიმ და ჰოლანდმა 48-48 ქულა მიიღეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ ლეომ კაპიტნებისგან მეტი ხმა დაიმსახურა, გამარჯვებული სწორედ ის გახდა.

  • ფიფას ვერსიით (მას შემდეგ, რაც დაჯილდოება ამ სახით ტარდება) მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი მესამედ დასახელდა, რაც რეკორდია. ამ მხრივ, მეორე ადგილს რონალდუ და ლევანდოვსკი იყოფენ.

  • 2023 წლის საუკეთესო თერთმეტეული - კურტუა, რუბენ დიაში, ჟონ სტოუნსი, კაილ უოკერი, ჯუდ ბელინგემი, კევინ დე ბრუინე, ბერნარდუ სილვა, ვინისიუს ჟუნიორი, კილიან მბაპე, ერლიგ ჰოლანდი, ლეო მესი

  • 2023 წლის საუკეთესო მეკარე - ედერსონი

  • 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა

  • 2023 წლის საუკეთესო გოლის ავტორი - გილერმე მადრუგა

სხვა სტატიები