Belive

მესის 6 ფორმა აუქციონზე გაიყიდება - თანხა რეკორდულია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ექვსი მაისური, რომელიც ლიონელ მესის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინის ნაკრების ტრიუმფის დროს ეცვა, Sotheby's აუქციონზე გაიყიდება.

36 წლის კაპიტანმა - ლეო მესიმ, ნანატრი მსოფლიო თასი აიღო მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა პენალტების სერიაში საფრანგეთი 2022 წლის დეკემბერში დაამარცხა.

რაც შეეხება ლეო მესის მაისურს, რომელიც მას ფინალში ეცვა, გაყიდვის შემთხვევაში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მაისური გახდება. ფინალის მაისური $10 მილიონ დოლარად არის შეფასებული (აქამდე რეკორდი ეკუთვნის დიეგო მარადონას ფორმას, რომელიც 2022 წელს £7.1 მილიონ ფუნტად გაიყიდა).

Sotheby's აუქციონი 30 ნოემბრიდან - 14 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

სხვა სტატიები