Belive

მესამე დაბრუნება | ბლინდი აიაქსში ითამაშებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამსტერდამის აიაქსმა კლუბის ლეგენდის, დალეი ბლინდის დაბრუნება დაადასტურა, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

36 წლის ბლინდი თავისუფალი აგენტი მას შემდეგ გახდა, რაც ივნისის მიწურულს ლა ლიგიდან გავარდნილ ჟირონასთან ხელშეკრულება ამოეწურა.

ბლინდმა კარიერა სწორედ აიაქსში დაიწყო. მისი პროფესიონალური დებიუტი 2008 წლის დეკემბერში შედგა, რის შემდეგაც იგი გუნდის შეუცვლელ ფიგურად იქცა, სანამ 2014 წელს მანჩესტერ იუნაიტედს შეუერთდებოდა. 2018 წელს ამსტერდამულ გუნდში დაბრუნებულმა მცველმა წარმატებული სვლა განაგრძო, საერთო ჯამში, მას აიაქსთან ერთად ერედივიზიონის შვიდი ტიტული, ნიდერლანდების 2 თასი და ორჯერ სუპერთასი აქვს მოგებული.

ბლინდს აიაქსის მაისურით სულ 333 მატჩი აქვს ჩატარებული, 13 გოლი გატანილი და 21 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები