ლიონელ სკალონი: "მინდა არგენტინელებს მივმართო - ჩვენ მოედანზე ყველაფერი დავტოვეთ"
მსოფლიო ჩემპიონატის დრამატულ ფინალში მარცხის შემდეგ, არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, პრესკონფერენციაზე ემოციური განცხადება გააკეთა.
მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს ბრძოლისთვის და აღნიშნა, რომ ფინალამდე მისვლა უკვე კოლოსალური შრომის შედეგია.
„ამბობენ, რომ მეორე ადგილზე გასულ გუნდს არავინ იხსენებსო, მაგრამ მე ნამდვილად მახსოვს და მემახსოვრება ის! აქამდე მოღწევა წარმოუდგენლად რთულია.
ჩვენ წავაგეთ, მაგრამ კვლავ უნდა წამოვდგეთ ფეხზე. ჩვენ კარგად ვიცით მოგება, თუმცა წაგების ღირსეულად მიღებაც უნდა შეგვეძლოს. არგენტინელებო, ჩვენ მოედანზე ყველაფერი დავტოვეთ, რაც კი შეგვეძლო.
ყველანი ძალიან სევდიანად ვართ, თუმცა მინდა მადლობა გადავუხადო ამ ბიჭებს იმისთვის, რომ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გვაჩუქეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს.“ - ლიონელ სკალონი
ლიონელ სკალონიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ნამდვილი ოქროს ხანა შექმნა და ქვეყანას უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ტიტულები მოუპოვა: ორჯერ კოპა ამერიკა (2021 და 2024 წლებში), ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების დაპირისპირება - ფინალისიმა (2022) და რაც ყველაზე მთავარია, ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი (2022).
მიუხედავად 2026 წლის მუნდიალის ფინალში განცდილი დრამატული მარცხისა, სკალონი მაინც რჩება არგენტინის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და წარმატებულ მწვრთნელად, რომელმაც არგენტინას 36-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო გვირგვინი დაუბრუნა.