Belive

ლაუტარო მარტინესი: "2 ღამე ვტიროდი ტკივილისგან - ოჯახს დავპირდი, რომ ვითამაშებდი"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ინტერმა'' ,,ბარსელონა'' დამატებით დროში დაამარცა - ასე და ამგვარად, დიდებულ მატჩში გამარჯვებული იტალიური გუნდი დარჩა და ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი გაირკვა.

მატჩის პირველი გოლი ლაუტარო მარტინესის ანგარიშზეა, რომლის თამაშიც 2 დღის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო - მან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ძალიან ემოციურად ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ - განსაკუთრებულად მიხარია ფინალში გასვლა, რადგან 2 დღის წინ არ ვიცოდით, შევძლებდი თუ არა დღევანდელ თამაშში მონაწილეობის მიღებას.

ძალიან გამიჭირდა მატჩის გაგრძელება რადგან ფეხს ვერ ვგრძნობდი - ზუსტად იგივე ტკივილები მქონდა 2 დღის წინ და ორი დღის განმავლობაში სახლში მთელი ღამე ვტიროდი, თუმცა ჩემს ოჯახს შევპირდი, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებდი და გოლიც გავიტანე.

ნატკენ ფეხზე ბინტი ძალიან მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი" - ლაუტარო მარტინესი

გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 31 მაისს, მიუნხენშია ჩანიშნული, ,,ნერაძურის'' მეტოქე ,,პარი სენ ჟერმენი'' ან ,,არსენალი'' იქნება.

სხვა სტატიები