ისტორიაში პირველად, "სპეცია" სერია A-ში აღზევდა.
იტალიის ელიტარულ ლიგაში თამაშის უფლება გუნდმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც სერია B-ს პლეი-ოფის ფინალში მათ "ფროსინონესთან" ორი მატჩის ჯამში ფრე - 1-1 ითამაშა და რეგულარულ გათამაშებაში მოპოვებული უპირატესობის მეშვეობით ზედა დივიზიონში ამაღლდა.
უშუალოდ სერია A-ს 20-გუნდიანი ფორმატით ჩატარებულ სეზონებში ეს "სპეციასთვის" სადებიუტო მონაწილეობა იქნება, იტალიის უმაღლეს დივიზიონში აქამდე მათი წინაპარი გუნდი თამაშობდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიშალა.
2020/21 წლების სეზონში, "ბენევენტოსა" და "კროტონეს" სახით, სერია A-ში კიდევ ორი გუნდი დაწინაურდება.