Belive

მოურინიოს რევოლუცია: რომაში ვარჯიშისას დრონებს იყენებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"რომაში" ახლადდანიშნულმა ჟოზე მოურინიომ თავის სამწვრთნელო საქმიანობაში ახალი მეთოდების შეტანა განიზრახა. თანაც ეს მაშინ, როცა კრიტიკოსები პორტუგალიელ სპეციალისტს ასაკის მატებასთან ერთად, საქმის შესრულების ხარისხს უწუნებენ და ამბობენ, რომ მისი საქმიანობის სტილი, უბრალოდ დაბერდა... ჟოზემ ცვლილებების დაწყება წინასასეზონო შეკრებიდან გადაწყვიტა და "ჯალოროსის" ფეხბურთელებს საწვრთნელი პროცესის დროს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ავარჯიშებს. კონკრეტულად, საქმე იმაშია, რომ "განსაკუთრებულმა" იტალიის დედაქალაქურ კლუბში ვარჯიშის დროს, ფეხბურთელებზე დაკვირვება მცირე ზომის უპილოტო თვითმფრინავით, ე.წ დრონის მეშვეობით გადაწყვიტა.

დრონი საშუალებას მისცემს მოურინიოს და მის სამწვრთნელო შტაბს, დაინახონ თავიანთი გუნდის თამაშის დეტალები ვარჯიშის დროს და შეამჩნიონ უფრო მეტი რამ, რაც ჩვეულებრივ შესაძლოა გამორჩეთ. დრონზე ასახული კადრები მომენტალურად გამოჩნდება სპეციალურად დამონტაჟებულ გიგანტური ზომის მონიტორზე, რომლის ხილვის, შეცდომების დაფიქსირების და მათი გამოსწორების შესაძლებლობა 58 წლის სპეციალისტს ადგილზევე ექნება. ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მომგებმა და 4-ჯერ მსოფლიოს წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა მოურინიომ "რომასთან" კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სხვა სტატიები