Belive

მარიო რუის ტრავმა სერიოზულია - პორტუგალიელი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირებაში, მატჩის მიმდინარეობისას, ნეაპოლელთა პორტუგალიელი მარცხენა მცველი - მარიო რუი დაშავდა და მოედნიდან გაიყვანეს.

ცნობილი იტალიური გამოცემის "tuttosport"-ის ინფორმაციით, მარიო რუის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც იგი სეზონის დარჩენილ მონაკვეთს გამოტოვებს.

ექიმების დასკვნით, მარიო რუის მარცხენა ფეხის ტერფის მწვავე დაჭიმულობა აქვს, მას ასევე დაუზიანდა მარჯვენა წვივი.

ამრიგად, სერია A-ს სეზონის დასურლებამდე, სპალეტის ურუგვაელ მცველ - მატიას ოლივერაზე მოუწევს ფსონის დადება.

შეგახსენებთ, რომ „მილანთან“ მატჩში ასევე დაშავდნენ ამირ რაჰმანი და მატეო პოლიტანო, ტრავმირებულია ჯოვანი სიმეონეც. 23 აპრილს სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრას „იუვენტუსის“ წინააღმდეგ „ნაპოლი“, მათ გარეშე ჩაატარებს.

სხვა სტატიები