Belive

მედისონი: ,,ბელინგემს 30 წლის ფეხბურთელის მენტალიტეტი აქვს''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს, ჯეიმს მედისონს, ეროვნულ გუნდში თავის პოზიციაზე არსებულ დიდ კონკურენციაზე ჰკითხეს:

,,კონკურენცია არც ისე დიდია, მხოლოდ ბელინგემი (იცინის)! ის წარმოუდგენლად კარგია და შესანიშნავი ადამიანიცაა. უბრალოდ, ძალიან მიყვარს! ჯუდს 30 წლის ფეხბურთელის მენტალიტეტი აქვს.

ყველა ხედავს, რომ ბელინგემს ფეხბურთი უყვარს, ამიტომ ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ. ის თამაშითაა შეპყრობილი და ეს ძალიან მომწონს.'' - ჯეიმს მედისონი

ბელინგემს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

გარეთ საუტგეიტის გუნდი მომავალ მატჩს 23 მარტს, ლონდონში, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები