Belive

მედიის კრიტიკა: "კვარა ძალიან მიყვარს, მაგრამ 'ოქროს ბურთი' ზედმეტია"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის მეხუთე ტურში, "ლე კლასიკში", პსჟ-მ სტუმრად მარსელი დაამარცხა (1:2). პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 59-ე წუთზე კი ლუის ენრიკემ, პირველი ცვლილებით, მოედანზე ფერან ტორესი შეიყვანა - ხვიჩას მაგივრად. ფერანმა გოლი 6 წუთში გაიტანა და ენრიკემაც აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა კარგად მხოლოდ მეორე ტაიმი ჩაატარა. ასეთ ნაადრევ გამოცვლასა და კვარას თამაშზე, მედიაში, კრიტიკა მომძლავრდა. მაგალითისთვის, ყველაზე მკაცრი შეფასება საფეხბურთო ექსპერტს, დანიელ რიოლოს ეკუთვნის.

როდესაც მესმის, რომ ზოგიერთს მისი „ოქროს ბურთის“ მფლობელად ხილვა სურს, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია! ეს ფეხბურთელი ძალიან მიყვარს... მაგრამ ის ისეთი ტიპის მოთამაშეა, რომელიც მხოლოდ საზეიმო, დიდ საღამოებზე ჩანს. ეს საკმარისი არ არის. დღეს საღამოს ის უბრალოდ არ ჩანდა. - განაცხადა დანიელ რიოლომ კვარაზე, მარსელთან მატჩის შემდეგ

აქვე მედიის შეფასებებიც, რომლებიც კვარას თამაშს საკმაოდ დაბალ ქულას უწერენ:

L'Équipe (4/10):
ქართველმა შემტევმა „ველოდრომზე“ თავისი თამაში ვერ იპოვა. მარსელელთა მცველებმა (განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე) მას სივრცეები სრულად ჩაუკეტეს. ხვიჩა რამდენჯერმე შეეცადა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ფონს გასვლას, თუმცა ბურთის დაკარგვით ან არაზუსტი გადაცემით ასრულებდა ეპიზოდს. 60-ე წუთზე მისი შეცვლა სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

Le Parisien (5/10):
კვარაცხელიასგან ასეთ პრინციპულ დერბიში ბევრად მეტს ელოდნენ. ჩემპიონთა ლიგის მატჩებისგან განსხვავებით, სადაც ის ბრწყინავს, ლიგა 1-ის შეხვედრებში ხშირად უჭირს მჭიდრო დაცვის გარღვევა. მის თამაშში აშკარად იგრძნობოდა დაღლილობა და პროდუქტიულობის ნაკლებობა.

Foot Mercato:

ლუის ენრიკეს ტაქტიკამ მეორე ტაიმში იმუშავა, თუმცა ამისათვის მას კვარაცხელიას მოედნიდან გაყვანა დასჭირდა. ფერან ტორესის შემოსვლამ პსჟ-ის შეტევას მეტი სიმწვავე შესძინა, რამაც კიდევ ერთხელ დაასვა კითხვის ნიშანი ქართველის მიმდინარე ფორმას. - ვკითხულობთ უცხოურ მედიაში

ფრანგული სპორტული საზოგადოება თანხმდება, რომ ხვიჩას მარსელთან საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია (მათ შორის ფანები X-ზე). ძირითადი პრეტენზია სტაბილურობასა და ლიგა 1-ის მატჩებში მოტივაციის ნაკლებობას უკავშირდება, თუმცა უმრავლესობა აღიარებს, რომ ის პსჟ-ის შეტევის ერთ-ერთ მთავარ ძალად რჩება.

სხვა სტატიები