Belive

"მე დემბელეს ვაძლევ ხმას. ყველაფერი ძალიან ნათელია" - კილიან მბაპე

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის რეალის ვარსკვლავი კილიან მბაპე დღეს პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც კითხვა დაუსვეს ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტზე. მბაპემ თავისი პოზიცია დააფიქსირა.

მივცემდი თუ არა ხმას უსმან დემბელეს? დიახ, ნამდვილად. თუ რატომ, ამის ახსნის საჭიროება არსებობს? ახლა ჩვენ ლამინე იამალსა და უსმან დემბელეს ვადარებთ ერთმანეთს, მე დემბელეს ვაძლევ ხმას. ყველაფერი ძალიან ნათელია, არაფერი საჭიროებს ახსნას. - კილიან მბაპე

კილიან მბაპეს იამალისა და დემბელეს შედარების შემდეგ, თავის შანსებზე ჰკითხეს თუ რამდენად შეუძლია თავად ოქროს ბურთის მოგება, ფრანგი კი თავისი შანსების შეფასებას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატით აპირებს.

ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება, ოქროს ბურთის ბოლო გამარჯვებულებს თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ ვისზეც არ გვისაუბრია მათ მოიგეს. ოქროს ბურთი სექტემბერშია და იქამდე შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ დღეს ჩვენ უსმანსა და ლამინზე ვსაუბრობთ, ამ კითხვას ასე სწორედ ამიტომ ვუპასუხე. - კილიან მბაპე

სხვა სტატიები