"მბაპეს ურჩევნია, რომ გოლი საერთოდ არ გაიტანოს და ტურნირი მოიგოს" - კონატე
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში ერთმანეთს საფრანგეთის ეროვნული ნაკრები და ინგლისი დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 19 ივლისს 01:00 საათზე დაიწყება.
დღეს, ნაკრების ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენეციაზე ისაუბრეს, ერთ-ერთი ასეთი იბრაჰიმა კონატე იყო, რომელმაც სხვადასხვა თემაზე გაამახვილეს ყურადღება:
ტომას ტუხელზე....
ტომას ტუხელმა თქვა, რომ არავის სურს მესამე ადგილისთვის მატჩის ჩატარება, ის მართალია იმ გაგებით, რომ აბსოლუტურად ყველას ფინალის თამაში გვსურდა და არა ეს მატჩი, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ მაისურს ვატარებთ. ამიტომ ბოლომდე ვითამაშებთ, ჩვენ, როგორც საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებს სწორედ ამის ვალდებულება გვაკისრია. აქ ყოფნა ბევრ სხვა მოთამაშეს სურდა. - იბრაჰიმა კონატე - საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
კილიან მბაპეზე...
მას ურჩევნია, რომ გოლი საერთოდ არ გაიტანოს და ტურნირი მოიგოს, მისთვის დიდი რამ იქნებოდა, რომ ტურნირი მოეგო ან მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო, მაგრამ მას ვიცნობ და სულ მასთან ერთად ვარ, ამიტომ ზუსტად ვიცი რაც არის მისი სურვილი. - იბრაჰიმა კონატე - საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
ესპანეთზე და ლამინე იამალზე...
გასული ერთა ლიგის მატჩი ძალიან რთული იყო, ჩემთვის ესპანეთი 2024 წლის ერთა ლიგაზე უკეთესი იყო, ვიდრე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. იამალი 100%-ით მზად არ არის და 2024 წელს უკეთესი იყო. - იბრაჰიმა კონატე - საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
🎙️🇫🇷🇪🇸 Ibrahima Konaté sur l'Espagne et Lamine Yamal : "Le match de Ligue des Nations était très compliqué, pour moi l'Espagne était meilleure en Ligue des Nations 2024 que lors de cette demi-finale de Coupe du Monde 2026. Yamal n'est pas à 100% et était lui aussi meilleur en… pic.twitter.com/MLgcoh2moP
— RMC Sport (@RMCsport) July 17, 2026