Belive

მბაპე, ვინისიუსი, კონატე - ნახევრად გადაცმული სოლიდარობის მაისურები

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანურ სტადიონებზე ვნებები არ ცხრება. ლა ლიგის მე-6 ტურში, კარლოს ესპის მიერ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილმა გოლმა, რეალ მადრიდს ელჩესთან, დაძაბულ ბრძოლაში 2:3 გამარჯვება მოუტანა, თუმცა მატჩის დაწყებამდე მომხდარმა ერთმა შემთხვევამ გაცილებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ორივე გუნდი მოედანზე ქალაქ სეუტას მხარდამჭერი მაისურებით გამოვიდა. ტრანსლაციის კადრებში ნათლად ჩანდა, რომ ელჩეს ფეხბურთელებმა ისინი მოედანზე გასვლამდე მოირგეს, ხოლო „სამეფო კლუბის“ მოთამაშეებმა ეკიპირება გასასვლელ გვირაბში ჩაიბარეს.

კილიან მბაპემ, ვინისიუს ჟუნიორმა და იბრაჰიმა კონატემ მაისურები ეკიპირების მენეჯერისგან ჩაიბარეს, მაგრამ მბაპემ და ვინისიუსმა ისინი მხოლოდ მხრებზე ჩამოიცვეს, კონატემ კი მაისური უბრალოდ ხელში დაიჭირა. ცოტა ხანში, ვიდრე გუნდი მოედნისკენ გაემართებოდა, ფრანგმა და ბრაზილიელმა მაისურები საერთოდ გვერდზე გადადეს.

მაისურებზე დატანილი იყო სლოგანი „ჩვენ ყველანი კაბალიები ვართ“ (We are all Caballas) - ფრაზა, რომელიც მხარს უჭერს ავტონომიურ ქალაქ სეუტას, სადაც გასული ივლისის ბოლოს მაროკოელი მიგრანტების დიდი ნაკადი შევიდა.
ესპანეთის ამ ქალაქში ახლა დიდი მიგრაციული კრიზისია.

გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, რეალში მომხდარს დრამატულად არ აღიქვამენ და მიიჩნევენ, რომ თითოეულ ფეხბურთელს აქვს უფლება ჩაიცვას ის, რაც სურს. კლუბში ხაზს უსვამენ, რომ სხვა გუნდებისგან განსხვავებით, მათი მოთამაშეების უმრავლესობამ აქცია მხარდაჭერით მიიღო, ხოლო აღნიშნულ სამეულზე განაცხადეს: არავის აქვს უფლება, მოთამაშეს რამე ჩააცვას ან ჩაცმა აუკრძალოს.

ეს ინციდენტი რეალ ბეტისის მაროკოელი ვარსკვლავის, აბდესამად ეზალზულის გარშემო აგორებულ სკანდალს მოჰყვა, რომელმაც ვილიარეალთან შეხვედრის წინ სეუტას მხარდამჭერი მაისური მოირგო, რასაც მაროკოელი გულშემატკივრების მხრიდან მკაცრი კრიტიკა და შეურაცხყოფა მოჰყვა.

ეზალზულიმ კრიტიკოსებს ინსტაგრამით უპასუხა და განმარტა, რომ სეუტასთან დაკავშირებული მაისური არცერთ მომენტში არ გამოყენებულა პოლიტიკური მიზნებისთვის ან მაროკოელი ხალხის მიმართ უპატივცემულობის გამოსახატად - ამ ჟესტს სოციალური ხასიათი ჰქონდა.

სიტუაცია ქალაქ სეუტაში მას შემდეგ, რაც იქ მაროკოელი მიგრანტების დიდი ნაკადი შეიჭრა:

სხვა სტატიები