Belive

მბაპეს მოქმედებამ მცველი ძალიან დააბნია | კადრი, რომელიც კამერამ ვერ დააფიქსირა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთის ნაკრები დანიას დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა 1/8 ფინალში ასპარეზობა გაინაღდა.

აღნიშნულ შეხვედრაში გამორჩეული იყო კილიან მბაპე, რომელმაც თავი დუბლით გამოიჩინა. გოლების გარდა, ახალგაზრდა ფრანგმა გულშემატკივარს კარგი სანახაობაც აჩვენა. ერთ მომენტში კილიანმა მოწინააღმდეგე გუნდის მცველი ისე მოატყუა, რომ ბურთს არც კი შეხებია.

View this post on Instagram

A post shared by Soccer • Futbol • Football ⚽️ (@rldesignzoriginal)

შემდეგი შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებს 30 ნოემბერს, ტუნისის წინააღმდეგ ელის. აღნიშნული დაპირისპირება 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები