Belive

ჩეხეთის მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

F ჯგუფში პირველი ტურის ყველა შეხვედრა გაიმართა. საქართველო თურქეთთან, ჩეხეთი კი პორტუგალიასთან დამარცხდა.

ჩვენს გუნდს შემდეგი მატჩი სწორედ ჩეხეთის წინააღმდეგ ელის, რომელიც ორივე ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პორტუგალიასთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ივან ჰაშეკმა მომავალ შეხვედრაზეც ისაუბრა და საქართველო სახიფათო მეტოქედ მიიჩნია.

რა თქმა უნდა, საქართველოსა და თურქეთის თამაშზე ჩვენი კაცი გვყავდა, რომელიც შეხვედრას აკვირდებოდა. საქართველო კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ხარისხიანი გუნდია. ამ შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ და უკეთესად ვითამაშოთ. - განაცხადა ჩეხეთის მთავარმა მწვრთნელმა

პირველი ტურის შემდეგ, საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებს 0-0 ქულა აქვთ. მიუხედავად მსგავსი ქულებისა, უკეთესი ბურთების სხვაობით ჩეხეთი ჯგუფში მესამეა, საქართველო კი მეოთხე.

საქართველო-ჩეხეთის თამაში 22 ივნისს 17:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები