Belive

მბაპე რონალდუსა და მესიზე: ,,ისინი მარადიულები არიან''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევს, კილიან მბაპეს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ჰკითხეს:

- მესიმ და რონალდუმ დიდი ფეხბურთი დატოვეს... იწყება მბაპეს და ჰოლანდის ეპოქა, თუ ყველაფერი სხვაგვარად იქნება?

- საკითხს ასე არ უნდა შევხედოთ. როცა ორი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მესი და რონალდუა, ასეთი დონის შენარჩუნებას ამდენი ხნის განმავლობაში ახერხებს, ეს შეიძლება 50 წელიწადში ერთხელ მოხდეს. ჩვენ გამორჩეული ეპოქის მომსწრენი გავხდით და იმედია, გულშემატკივრები ამას დააფასებენ.

გამიმართლა, რომ კრიშტიანუს წინააღმდეგ ვითამაშე, შემდეგ მესისთან ერთად ერთ გუნდში. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით ლეოსგან ამ ორ სეზონში. მათ ფეხბურთის ისტორია დაწერეს და მარადიულები არიან.

კრიშტიანუ რონალდუ წლის დასაწყისში ,,ალ ნასრში'' გადავიდა, ლეო მესი კი კარიერას MLS-ში, ,,ინტერ მაიამიში'' გააგრძელებს.

სხვა სტატიები