Belive

როდრი გალიდერდა - Goal.com-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა რეიტინგი ბოლოჯერ განაახლა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატისა და ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი ბოლოჯერ გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ვერსიით, ამ ეტაპზე ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველი როდრია:

,,12 გოლი და 15 ასისტი 2023-2024 წლების სეზონში. მოიგო ევრო 2024, პრემიერლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი.

როდრი ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია და ის ფაქტი, რომ ესპანელს გოლების გატანისა და საგოლე გადაცემების უნარიც განუვითარდა, ნიშნავს, რომ ,,ოქროს ბურთის'' გამოკითხვაში უფრო და უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს.

მართალია, ევრო 2024-ის ფინალის მეორე ტაიმში არ უთამაშია, მაგრამ მისი პერფორმანსები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაესახელებინათ. ამ ჯილდოს მიღება, შესაძლოა, საკმარისი იყოს იმისთვის, რომ როდრი ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად მივიჩნიოთ.'' - წერს გამოცემა

საუკეთესო ხუთეულში, ასევე, ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი, დანი კარვახალი და ლაუტარო მარტინესი მოხვდნენ.

წინა რეიტინგში ბელინგემი ლიდერობდა, მეორე ადგილს ვინი იკავებდა, მესამეს - მბაპე, როდრი კი მხოლოდ მეოთხეზე იყო.

,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. როდრი

  2. ვინისიუს ჟუნიორი

  3. ჯუდ ბელინგემი

  4. დანი კარვახალი

  5. ლაუტარო მარტინესი

  6. ტონი კროოსი

  7. კილიან მბაპე

  8. ჰარი კეინი

  9. ფილ ფოდენი

  10. ნიკო უილიამსი

  11. ფლორიან ვირცი

  12. ლამინე იამალი

  13. ერლინგ ჰოლანდი

  14. ემილიანო მარტინესი

  15. ალვარო მორატა

  16. ლეო მესი

  17. ხულიან ალვარესი

  18. დანი ოლმო

  19. ბუკაიო საკა

  20. როდრიგო

სხვა სტატიები