მბაპე: "რეალის მიზანი ტახტიდან პარი სენ-ჟერმენის ჩამოგდებაა"
კილიან მბაპეს ჯერ არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა, მაშინ როდესაც მისი ყოფილი კლუბი პსჟ, უკვე ორი წელია ევროპული ფეხბურთის სათავეში დგას. რეალის თავდამსხმელი განწყობილია ბოლო მოუღოს პარიზულ დომინაციას და ამავდროულად შეავსოს დანაკლისი საკუთარი ტიტულების კოლექციაში.
France Football-თან ხანგრძლივი ინტერვიუს დროს, მბაპე გვერდს ვერ აუვლიდა იმ გარემოებას, რომ პარიზიდან წასვლიდან 2-ვე წელს ჩემპიონთა ლიგა მისმა ყოფილმა კლუბმა მოიგო, ხოლო რეალმა ამის საპირწონედ ვერაფერი მოახერხა.
ეს უბრალოდ ფეხბურთის ციკლებია. ჩემი ციკლი პსჟ-ში დასრულდა, მათ კი ახალი დაიწყეს - ძირითადი შემადგენლობის 5 ახალი წევრით: (პაჩო, ნევეში, დუე, მოგვიანებით კი, იანვარში კვარაცხელია).
ეს პროცესი სინამდვილეში ჩემს ბოლო სეზონშივე დაიწყო. ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივედით. ფინალამდე სულ ცოტა დაგვაკლდა - ანუ თითქმის ნაბიჯი ზედიზედ სამ ფინალში გასვლამდე. ეს უბრალოდ ახალი ციკლის გაგრძელება იყო (მათთვის), მათი „მეორე წელი“.
თავს ვერ ვხედავდი ისე, რომ მთელი კარიერა ლიგა 1-ში გამეტარებინა, მინდოდა ამეხდინა ჩემი ოცნება და რეალში მეთამაშა. მსოფლიოს უდიდეს კლუბში გადასვლა კი არასდროს არის შეცდომა - ახლა რეალის მიზანი ტახტიდან პსჟ-ს ჩამოგდებაა. - განაცხადა კილიან მბაპემ
Avec le Real Madrid, « le plus grand club du monde », Kylian Mbappé veut détrôner Paris en Ligue des champions
— L'Équipe (@lequipe) September 12, 2026
➡️ https://t.co/WPTYUcFSS6 pic.twitter.com/Dr6gs6moBq
შეგახსნებეთ, რომ მადრიდის რეალი ერთადერთი კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული. პარი სენ-ჟერმენი კი არის გუნდი, რომელსაც ამ მიღწევის გამეორება შეუძლია (თუ ამ სეზონშიც მოიგებენ ლიგას).