მბაპე: "ოქროს ბურთი?! ეს უაზრობაა, რადგან წინა ჯილდო როდრის აჩუქეს..."
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
26 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა - კილიან მბაპემ, ცნობილ ფრანგულ გამოცემა "Le Parisien"-თან საუბრისას ოქროს ბურთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ჯილდო აღარაფერს ნიშნავს, რადგან ბოლო პერიოდში მას დაუმსახურებლად იგებენ ზოგიერთი ფეხბურთელები.
"ოქროს ბურთის კანდიდატი ვარ? ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ბოლო პერიოდში მას დაუმსახურებლად იგებენ ზოგიერთი ფეხბურთელები.
თქვენ მართლა გგონიათ, რომ როდრიმ დამსახურებული ოქროს ბურთი მოიგო? მე მგონია, რომ ამ ოქროს ბურთის ჯილდოს ვინისიუსი იმსახურებდა.
3 თვით ადრე რომ გეკითხათ ყველა გეტყოდათ, რომ ოქროს ბურთს ვინისისი იგებდა, მაგრამ მერე უცებ ვითომც არაფერი, როდრის რომ აჩუქეს..."
- კილიან მბაპე
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კილიან მბაპეს ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს. 'სამეფო კლუბში' გადასვლის შემდეგ, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა 44 მატჩში, 31 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
სწორედ იგი მიიჩნევა ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად.