"აქ აღარასდროს დავბრუნდები" | არნაუტოვიჩმა ინტერი დატოვა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
36 წლის ავსტრიელმა ფორვარდმა - მარკო არნაუტოვიჩმა ინტერი ოფიციალურად დატოვა და დასძინა, რომ იგი ამ კლუბში აღარასდროს დაბრუნდება.
🗣️ Arnautović: "I am leaving Inter as free agent. I won’t be part of their squad anymore".
— Nerazzurri Society (@nerazzurriSoci_) June 8, 2025
Goodbye Marko. 🖤💙👋 pic.twitter.com/n0ntPCN7sS
"კლუბის დატოვების დრო მოვიდა, მე აქ ტიტულების მოსაგებად და სათამაშო პრაქტიკისთვის მოვედი და ახლა დროა კლუბი დავტოვო, ერთი რამ ვიცი, რომ მე აქ აღარასდროს დავბრუნდები - 36 წლის ვარ და ახლა ცოტა სისტემატიურად თამაში მსურს, რადგან კარიერას მალე დავასრულებ.
მადლობა ინტერს და ამ კლუბის გულშემატკივარი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიქნები." - მარტო არნაუტოვიჩი
შეგახსენებთ, რომ არნაუტოვიჩი ინტერში თავდაპირველად 2009-2010 წლების სეზონში გადავიდა, რა დროსაც 3-ჯერ ითამაშა, შემდეგ 2023-2024 წლების სეზონში დაბრუნდა კლუბში და ბოლოს 2024 წელს ოფიციალურად გადავიდა.
მან ამ წლების განმავლობაში მილანური კლუბის მაისური 65-ჯერ მოირგო, რა პერიოდშიც 14 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
აქვე შეგახსენებთ, რომ მარკო არნაუტოვიჩი იმ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, რომელმაც ინტერთან ერთად 2009-2010 წლების სეზონში ტრებლი მოიგო.