Belive

მბაპე გავრცელებულ ხუმრობაზე: "არაა სასაცილო"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი, კილიან მბაპე, პირველად გამოეხმაურა ინტერნეტში გავრცელებულ პოპულარულ 'მემს', სადაც მას სამხედრო დიქტატორის სახით გამოსახავენ.

ბოლო თვეებში, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა უცნაური ფოტოები, სადაც 27 წლის ფეხბურთელი სრული სამხედრო ფორმითაა წარმოდგენილი. ამ მემებმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო და ფართო განხილვები გამოიწვია. თავად მოთამაშის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის ეს შესაძლოა სახალისოდ გამოიყურებოდეს, რეალურად საკმაოდ შემაშფოთებელი ტენდენციაა.

მემების წარმოშობას სხვადასხვაგვარად ხსნიან. ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი მათ უკავშირებს ფეხბურთელის მიერ 2024 წელს წამოწყებულ სასამართლო დავას - ქაბაბის ობიექტის წინააღმდეგ (მისი სახელის უნებართვო გამოყენების გამო), სხვები კი ამას პარი სენ-ჟერმენში მის ყოფილ გავლენასა და რეალში არსებულ სტატუსს მიაწერენ. მიუხედავად ამისა, მბაპე მსგავს პარალელებს სრულიად უადგილოდ მიიჩნევს.

ხალხს ჰგონია, რომ ეს უწყინარი ხუმრობაა, მაგრამ სინამდვილეში, საზოგადოებაში პოლიტიკური და ადამიანური ცნობიერების დეფიციტზე მეტყველებს. ცხოვრებაში მსგავსი საშინელება არასდროს ჩამიდენია - ამბობს მბაპე

კილიან მბაპემ ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციას ორი მხარე აქვს. მისი თქმით, მაშინ როცა ზოგიერთმა ეს შესაძლოა უბრალო ხუმრობად აღიქვას, ისეთ ფიგურებთან შედარება, რომლებმაც ისტორიის მანძილზე მილიონობით ადამიანს უბედურება მოუტანეს, სულაც არ არის სასაცილო.

ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მისთვის შექმნილ მეტსახელზე. აღმოჩნდა, რომ თანაგუნდელმა, უსმან დემბელემ, კილიანს „მობუტუ“ შეარქვა (კონგოს ყოფილი დიქტატორი).

ცნობისთვის, მობუტუ სესე სეკო ქვეყანას 1965-დან 1997 წლამდე მართავდა და მისი მმართველობის პერიოდი საკამათო პოლიტიკური მოვლენებით გამოირჩეოდა. ეროვნულ გუნდში დამკვიდრებული მსგავსი ხუმრობები და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მემები, მბაპეს ხასიათს, კვლავინდებურად საზოგადოებრივი განხილვის საგნად ტოვებს.

სხვა სტატიები